მარია ზახაროვა - ნატო-ს გადაწყვეტილება, სამიტზე საქართველო და უკრაინა არ მიეწვია, მშობლების საქციელს ჰგავს, რომლებმაც შვილები გაკვეთილების მოსამზადებლად გაგზავნეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო-ს გადაწყვეტილება, საქართველო და უკრაინა 14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე არ მიეწვია მშობლების საქციელს ჰგავს, რომლებმაც შვილები "საშინაო დავალების შესასრულებლად“ გაგზავნეს.

„კიევი და თბილისი ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოსა და ნატო-ს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის სექტორის რეფორმები ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო გზაა ამ ქვეყნებისათვის. ცოტათი ჰგავს მშობლის ნათქვამს : "ეზოში არაფერი გესაქმება, წადი საშინაო დავალების შესასრულებლად". სამწუხაროა, რომ სტოლტენბერგმა არ ახსენა მინსკის შეთანხმებები და კიევის მიერ მათი შესრულების აუცილებლობა. ეს სწორედ იმ საშინაო დავალებასავითაა, რომელიც დიდი ხანია უნდა შესრულებულიყო“, - წერს ზახაროვა Telegram-ში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა