რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 9 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 081 417-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 372 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 121 873 -მდე გაიზარდა.
ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.69 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.