SNGP-ის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელების მიზნით საქართველოში პირველი ვიზიტი შედგა

განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ახალი - სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება იწყება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით საქართველოს პირველად ეწვია დელეგაცია, რომელსაც მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი - ევროპული სამედიცინო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი სტეფან კოვიტცი ხელმძღვანელობს.

„დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე მასპინძლობენ, რომლებიც SNGP-ის პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების იმპლემენტაციას უწევენ კოორდინაციას. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობები შეაფასეს და მისი განვითარების შესახებ სამომავლო გეგმები დასახეს. განახლებული SNGP-ის ფარგლებში საქართველოს სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელებაში ბუნდესვერის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრი და ევროპული სამედიცინო სარდლობა იქნება ჩართული. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ადგილზე გაეცნობა IV მექანიზებული ბრიგადის, კრწანისის სამედიცინო სკოლის, წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრისა და გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო შესაძლებლობებს და სამხედრო სამედიცინო პერსონალს უშუალოდ გაესაუბრება. განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP Refresh) 2020 წლის დეკემბერში დამტკიცდა. განახლებული პაკეტი, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობის აღმშენებლობას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა