ლევან კაკავა - ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ მალე დაუბრუნდება გლობალურ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს

ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ყველაზე მაღალი გამტარობის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“ მალე დაუბრუნდება გლობალურ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს”,- ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელონ როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილებისა და ბარგის კონტროლის პროცედურები.

„სიმბოლურია, რომ სწორედ,სახმელეთო საზღვრის გახსნასთან ერთად, მებაჟე ოფიცრები შემოსულ მგზავრებს ახალი სამსახურებრივი ფორმებით ხვდებიან. შემოსავლების სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის ყველა გამშვები პუნქტისა და გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებს დღეიდან, საქართველოში წარმოებული ახალი უნიფორმა და სპეციალური ეკიპირება გადაეცათ", - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა