გერმანიამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის სტატუსი შეამცირა

რობერტ კოხის ინსტიტუტმა გერმანიის კორონავირუსის რისკი "ძალიან მაღლიდან" "მაღლამდე" შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების კლების გამო მიიღეს. კერძოდ, ინფიცირების 7- დღიანი მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 35-ს შეადგენს.

„ვითარება უკეთესობისკენ მიდის, ჩვენთან საგრძნობლად უკეთესობაა”, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

„ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი ", - თქვა შპანმა, თუმცა დასძინა, რომ შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ქვეყანა ჯერ კიდევ პანდემიის შუა პერიოდშია.

ამასთან, რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორმა ლოთარ ვილერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 18%-ია, თუმცა იმისთვის, რომ შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნას, საჭიროა, ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზარდოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა