ანა ნაცვლიშვილი მეუფე იაკობის განცხადებაზე - ვისურვებდი, ყველამ ვაკეთოთ ის საქმე, რომელზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა - ერში ერმა და ბერში ბერმა

ვისურვებდი, ყველამ ვაკეთოთ ის საქმე, რომელზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა - ერში ერმა და ბერში ბერმა, - ასე ეხმიანება „ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტებთან მეუფე იაკობის განცხადებას მესამე პოლიტიკურ ძალაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სეკულარიზმის პრინციპი არ ირღვეოდეს.

„ვფიქრობ, პოლიტიკა უნდა იყოს თავისუფალი და სეკულარული და ასევე ეკლესია უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და ეს არის ეკლესიის ინტერესშიც. როცა ეს პრინციპი ირღვევა და ისტორიულადაც, როცა ირღვეოდა და ხდებოდა აღრევა ერის და ბერის, არც სახელმწიფო იგებდა ამით და არც ეკლესია. ვფიქრობ, რომ ისტორიულ ტრადიციებს, რომელიც არსებობდა სეკულარიზმის საქართველოში და ეს ორი სფერო იყო გამიჯნული, კარგი იქნება ყველამ ვცეთ პატივი,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა