საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჩეხურ ფონდს - REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანების სრული სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარება, ასევე სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.

„ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, REGI Base Foundation-ის ხელმძღვანელმა - ჰინეკ ჩეხმა და REGI Base Georgia-ს ხელმძღვანელმა - მიხეილ ტარახჩევმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში მოაწერეს.

დღესვე, თანამშრომლობის დოკუმენტი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორისაც გაფორმდა, რომელსაც ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერა.

პირველ ეტაპზე თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ასევე ჩეხეთში რეაბილიტაციის გასავლელად დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარი გაემგზავრებიან.

REGI Base Foundation სარეაბილიტაციო მომსახურებით უზრუნველყოფს ომის ვეტერანებს, პოლიციელებს, მეხანძრეებსა და მათი ოჯახის წევრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სასტუმროს ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, პროფესიონალი ექიმებით, ფიზიოთერაპევტებით, ოკუპაციური თერაპევტებითა და მასაჟისტებით. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.

ჩეხური დელეგაციის წევრებს სარეაბილიტაციო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს და საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ საქართველოში უახლესი რობოტიზირებული ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების მქონე კლინიკის აშენება იგეგმება“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა