„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის (PITA) პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

2 ივნისს, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძესთან და ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ხელმძღვანელ ლაშა ჯუღელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ პროგრამა PITA-ს შემაჯამებელ ღონისძიებაში.

ღონისძიებას სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და თბილისის და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, მოწვეული სტუმრები გაეცნობიან პროგრამის 6 წლის შედეგებსა და მიღწევებს.

შეხვედრაზე ასევე გაიმართება ორი თემატური პანელური დისკუსია პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების და ახალგაზრდების მონაწილეობით: [1] სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა, რელიგიის თავისუფლება, ადვოკატირება და უმცირესობების უფლებების დაცვა და [2] სამოქალაქო ცნობიერება და აქტივიზმი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა