რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი უკვე 14 წელია საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია - მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ

მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, მედიის წარმომადგენლებო, გულითადად მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, დღეს ანკარაში ვუმასპინძლო ბატონ ღარიბაშვილს და მის თანმხლებ დელეგაციას. ბატონი პრემიერ-მინისტრი უკვე იმყოფებოდა თურქეთში შინაგან საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის რანგში და ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ანკარაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 100 წლის წინ გაიხსნა და თან საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავია. ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები პირისპირ და შემდეგ ჩვენს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. თურქეთი უკვე 14 წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელი 3 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთანავე, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენს სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ კუთხით საბაჟო მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. როგორც ენერგეტიკის სფეროში, ასევე ყველა სხვა სფეროში საქართველოში განხორციელებულია თურქული ინვესტიციები, რომლის მოცულობა 214 მილიონი აშშ დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთია სტრატეგიული პროექტი სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ ეს პლატფორმა შევქმენით. დამაკავშირებელი მექანიზმებისა და სხვადასხვა კომბინირებული დერეფნების საშუალებით, ჩვენ წამოწყებული გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა