მამუკა ხაზარაძე - კორუფციის დამარცხება უნდა იქცეს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობად, ამ "ჯახში" თითოეული ჩვენგანი უნდა იდგეს რიგით ჯარისკაცად

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 2 ივნისს, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში ანტიკორუფციულ კანონს დააინიცირებს.

როგორც ხაზარაძე სოციალუ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, კორუფციის დამარცხება უნდა იქცეს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობად და ამ "ჯახში" თითოეული ჩვენგანი უნდა იდგეს რიგით ჯარისკაცად.

„ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი. "ქართულმა ოცნებამ" ეს სენი ახალ სიმაღლეზე და ელიტურ დონეზე აიყვანა ხელი-ხელს ბანს პრინციპით.

ვისაც ცოტა მაინც თუ ესმის ამ პრობლემის შედეგების სიმწვავის, მათ კარგად იციან, თუ რატომაა საქართველო სიღატაკეში, რატომ არ დებენ ჩვენს ქვეყანაში ინვეტიციებს, რატომ ტოვებენ ახალგაზრდები სამშობლოს.

ჩვენ ამას შევცვლით!

ხვალ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში მოახდენს ანტიკორუფციული კანონის ინიცირებას.

ამ პროცესს რეალური შედეგი მაშინ მოჰყვება, თუ ეს ჩვენი ყველას ერთობლივი ბრძოლა იქნება. კორუფციის დამარცხება უნდა იქცეს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობად.

ამ "ჯახში" თითეული ჩვენგანი უნდა იდგეს რიგით ჯარისკაცად.

ყველა კორუმპირებული უნდა იქნას მხილებული და დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით, სანამ კორუფცია ქვეყნის ღალატის ტოლფას დანაშაულად არ იქნება აღქმული, ჩვენ ამ ჩაკეტილ წრეს ვერ გავარღვევთ!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა