ევროკავშირში ერთიანმა ევროპულმა პროკურატურამ მუშაობა დაიწყო

ევროკავშირში 1-ელი ივნისიდან მუშაობა დაიწყო ერთიანმა ევროპულმა პროკურატურამ (EPPO, European Public Prosecutor's Office), რომლის ამოცანებში სუბსიდიებთან დაკავშირებულ თაღლითობაში, გაფლანგვაში, კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და ევროკავშირის სახსრების უკანონო მითვისებაში ბრალდებულთა გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა შედის.

პროკურატურას შეუძლია თავად აწარმოოს საკუთარი გამოძიება ეროვნულ დონეზე, გასცეს დაკავების ორდერი და ბრალის წარდგენა.

ლუქსემბურგში ბაზირებული უწყების ხელმძღვანელმა ლაურა კოდრუცა კიოვეშიმ, რომელიც მანამდე რუმინეთის გენერალურ პროკურორად მუშაობდა, განაცხადა ისტორიული მომენტის შესახებ.

მისი თქმით, ახალ ორგანოს უნიკალური საგამოძიებო უფლებამოსილება ექნება. მის მუშაობაში მონაწილეობას მიღებს ევროკავშირის 27-დან 22 ქვეყანა - გარდა უნგრეთის, დანიის, ირლანდიის, პოლონეთისა და შვედეთის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა