თეთრი სახლი - კომპანია JBS-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთიდან განახორციელეს

მსოფლიოს უდიდესმა ხორცის გადამამუშავებელმა კომპანია JBS-მა აშშ-ის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან, რამაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება ჩაშალა, დგას კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია განთავსებული, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერეს თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის მთავრობას დაუკავშირდა და ფაქტს „ეფბიაი“ იძიებს.

„თეთრი სახლი უშუალოდ თანამშრომლობს რუსეთის მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და უგზავნის შეტყობინებას, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფოები კიბერ კრიმინალებს არ მფარველობენ,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.

ცნობისათვის, JBS-ზე კიბერ შეტევა კვირას განხორციელდა. კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმამ ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში მათი IT სისტემები დააზიანა. გუშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და კომპანიის ქარხნების "აბსოლუტური უმრავლესობა" მუშაობას ოთხშაბათიდან განაახლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა