გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 2 ივნისს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე რაიონს დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს

„გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა კრწანისის რაიონის, გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ასევე, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში, იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ჭონქაძის, ნიკო ლორთქიფანიძის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში, გლინკას, გუდამაყრის, მუხრანის, ხორნაბუჯის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე არ ექნება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ფალიაშვილის და მიშველაძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურათალოს რაიონში, კი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

2 ივნისს ელექტროენერგიაზე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონსაც, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის I მიკორაიონის (ნაწილობრივ) და გობრონიძის ქუჩის მოსახლეობას“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თელასის“ ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა