„ჯივიპი“ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

2 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებენ.

კომპანიის ინფორმაციით, სირთულიდან გამომდინარე სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, 24 - საათიან რეჟიმში განხორციელდება.

„ნუცუბიძის ქუჩა N179-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, ასევე წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად ჩატარდება ბაგების სატუმბო სადგურზე და წყნეთის გზატკეცილზე, სადაც ასევე მაგისტრალური მილი გადაერთდება წყალმომარაგების ალტერნატიულ ქსელზე და დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური მილების წყლისგან დაცლა. რის გამოც 2 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან 3 ივნისის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის და თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, უნივერსიტეტის 1 შესახვევს, გაზაფხულის, ლორთქიფანიძის, ჩოლოყაშვილის, უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ბაგების კორპუსებს.

ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას და ნუცუბიძის III მიკრორაიონს, დელისის, მინდელის, პიკასოს, თოფურიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მარიჯანის, ამაღლების, ძმები ზალდასტანიშვილების, გელოვანის, გამრეკელის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის და ასათიანის ქუჩების ნაწილს, თავხელიძის და მიმდებარე ქუჩებს.

კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის იმედაძის, თბილისის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს.

დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს; ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს