მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 15%-ით შემცირდა

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 3.5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 78 000 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15% და 7%-ით ნაკლებია. ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გასული კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტად ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში შემცირდა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 364 668 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 26%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია - 420 981 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 7%-ით მეტია, მესამე ადგილზეა არგენტინა 219 910 ახალი შემთხვევით, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი შეერთებული შტატები (153 587 ახალი შემთხვევა) და კოლუმბია (150 517ახალი შემთხვევა) არიან.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 15 %-ით შემცირდა

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში