ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო შეზღუდვები მკაცრდება

ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო შეზღუდვები მკაცრდება. მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსის 10 ახალი ლოკალური შემთხვევა გამოვლინდა და ათივე გუანდუნის პროვინციაში დაფიქსირდა, აქედან შვიდი პროვინციის დედაქალაქ გუანჯოუში, სამი კი - ახლომდებარე ქალაქ ფოშანში.

21 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში გუანჯოუსა და ფოშანში, საერთო ჯამში, ინფიცირების 47 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულ ქალაქებში ზოგიერთ დასახლებულ ტერიტორიაზე მოქალაქეებს საკუთარ სახლებში კარანტინში ყოფნა ევალებათ, მათ კი, ვისაც ქალაქების თვითმფრინავით, მატარებლით ან ავტობუსით დატოვების სურვილი აქვთ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას სთხოვენ.

ცნობისათვის, ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების დროიდან კი ქვეყანაში, საერთო ჯამში, 91 146 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 4 636 - გარდაიცვალა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო