სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 1 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 222 870 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 446 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 213 578-ია.

ცნობისათვის, სომხეთში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. 1-ელი ივლისიდან კი ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, პირბადის ტარების ვალდებულებისგან დახურულ სივრცეებშიც გათავისუფლდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა