ლევან იოსელიანი - შარლ მიშელის შეთანხმებას მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს, ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა" ამოვარდნილი ამ კონტექსტიდან

შარლ მიშელის შეთანხმებას მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს, ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა" ამოვარდნილი ამ კონტექსტიდან,- ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, შევიდნენ პარლამენტში და ხელი არ მოაწერონ მიშელის დოკუმენტს.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ პარტიამ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს და საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთოს.

„ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, ვფიქრობ, რომ მათ უნდა მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებას. ეს არის შეთანხმება, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად, მთელი ცივილიზებული სამყარო. ამას მხარს უჭერს აშშ, ევროკავშირი, პოლიტიკური კლასი საქართველოში, ვგულისხმობ ოპოზიციის მხარეს, ასევე მხარს უჭერს მმართველი პარტია, ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობაა" ამოვარდნილი ამ კონტექსტიდან,"- განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა