Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 1.94 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 12.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.94 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 12.7%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 34.7 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 661 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 296 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 250 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 218 მილიონი. მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული სეიშელის კუნძულებზეა, სადაც ვაქცინაცის ორივე დოზა მოსახლეობის 66.7%-მა მიიღო. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.7% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 18.3%, აშშ-ში კი - 40.9%.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო