სვენ მიკსერი - მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას

„მხარს ვუჭერ ამ ამბიციას, მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ პროცესის, რაც შეიძლება სწრაფად და წარმატებით დასრულებაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიკსერმა კონფერენციაზე „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი - გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ განაცხადა, რომლის მთავარ მიზანს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან, მათ შორის 2024 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის ცნობით, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ, სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ჯგუფიდან - სვენ მიკსერი.

„მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ამბიციური მიზნების დასახვა მნიშვნელოვანია. ევროპული მისწრაფება არის ამბიცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ეს არის ის, რაც მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას უფრო მეტ ლეგიტიმაციას ანიჭებს. ამბიციური მიზანი და გაცხადებული თარიღი კარგია ფოკუსირების შესანარჩუნებლად, ეს არის კარგი მოტივაციის საშუალება სამთავრობო ინსტიტუტებისთვის“,- განაცხადა მან თავის გამოსვლაში.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის თანა-თავმჯდომარე.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!