კახა ქემოკლიძე - არ არსებობს კონკრეტული საქმე, კონკრეტული ბრალდება, რომელიც პოტენციურად გიორგი გახარიას ვინმემ შეიძლება დააბრალოს

არ არსებობს კონკრეტული საქმე, კონკრეტული ბრალდება, რომელიც პოტენციურად გიორგი გახარიას ვინმემ შეიძლება დააბრალოს კორუფციასთან, ნეპოტიზმთან ან მერიტოკრატიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია ფსონს აკეთებს საქმის კეთებაზე და საქმის კეთებისთვის აუცილებლად სჭირდება საქმის მკეთებელი ხალხი.

გიორგი გახარიას, რომ სდომოდა კომფორტის ზონაში დარჩენა, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, რომ ის დღესაც ყოფილიყო პრემიერ-მინისტრის სავარძელში, გაეგრძელებინა ცხოვრება და მოღვაწეობა შემდეგი წლების განმავლობაში, როგორც მინიმუმ, თვეების განმავლობაში. გიორგი გახარია ყოველთვის სახელმწიფოებრივად აზროვნებდა. როდესაც ის იყო ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შს მინისტრი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თუ პრემიერ-მინისტრი, მისი შეძლებისდაგვარად მანდატის ფარგლებში ყოველთვის სახელმწიფოებრივად აზროვნებდა. არ არსებობს კონკრეტული საქმე, კონკრეტული ბრალდება, რომელიც პოეტენციურად გიორგი გახარიას ვინმემ შეიძლება დააბრალოს კორუფციასთან, ნეპოტიზმთან ან მერიტოკრატიასთან დაკავშირებით. ანუ, სისტემურად, სადაც კი მოღვაწეობდა, ყოველთვისი მისი მენეჯმენტის ხაზიც და ხარისხიც ეფუძნებოდა არა ქრონიზმს, არა ნეპოტიზმს, არა კორუფციას და ა.შ. ეს აბსოლუტურად ყველამ იცის, დაწყებული ბიზნეს-ჯგუფებიდან სახელმწიფოს შიგნით, გარეთ და დამთავრებული უბრალო, ჩვეულებრივი მოქალაქეებით, იმიტომ, რომ ამის მაგალითები არ არსებობს. ამის მაგალითი გარკვეულწილად გუნდის ის წევრებიც არიან, რომლებიც უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობდნენ, მის გუნდს წარმოადგენენ და რომლებსაც ერთი თეთრი არ გაუკეთებიათ და არც მათ ნათესავებს. სწორედაც ეს არის შემდგარი მოცემულობა, რაც თავისუფლად და მკაფიოდ შემიძლია გაგიზიაროთ ბატონ გახარიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა