ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა 2024 წლამდე საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე და შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მთელ რიგ საკითხებზე ისაუბრეს.

„ყურადღება გავამახვილეთ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" დაგეგმილ რეფორმაზე, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობით წარიმართება. ჩვენი ამოცანაა, რომ 2024 წლამდე, ვიდრე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს ევროკავშირის წევრობაზე, მე-10 მოწვევის პარლამენტმა ახალი კოდექსი მიიღოს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებს და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებებით გადასადგმელ ნაბიჯებს.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს