ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩია

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალ, რიგით მე-11 პრეზიდენტად იცხაკ ჰერცოგი აირჩია. პარლამენტის 120 წევრიდან მის კანდიდატურას ხმა 87-მა დაუჭირა. ისრაელის მოქმედ პრეზიდენტ რევულენ რივლინის საპრეზიდენტო ვადა 9 ივლისს იწურება, რის შემდეგაც პოსტს იცხაკ ჰერცოგი დაიკავებს. ჰერცოგი ამჟამად ისრაელში ებრაული სააგენტოს უფროსია. 2013-17 წლებში კი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მისი მამა, ხაიმ ჰერცოგი 1983-1993 წლებში ისრაელის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. პრეზიდენტად დასახელების შემდეგ იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა ისრაელის საზოგადოებასა და ებრაულ დიასპორას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება. მისი თქმით, მსოფლიოში ანტისემიტიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰერცოგს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „მე მას, ისრაელის მოქალაქეების სახელით, წარმატებას ვუსურვებ,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა