ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ არასამთავრობო სექტორს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე ფრაქცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" ერთად გამართავს პრეზენტაციას საქართველოში ანტიკორუფციული გარემოს და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადდა და კორუფციის გამოსავლენად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს, პარლამენტში "ლელო" წარადგენს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებობს არაერთი ფაქტი და დასაბუთება იმის შესახებ, რომ კორუფცია დღეს არის ფართოდ გავრცელებული.

„კორუფცია ჭამს სახელმწიფოს ფულს, ამის გამოა დიდწილად, რომ ვერ ვითარდება ეკონომიკა, ამის გამოა, რომ არ იქმნება სამუშაო ადგილები და ადამიანები იძულებულნი არიან ემიგრაციაში წავიდნენ, რომ გამოკვებონ ოჯახები. დღეს კორუფცია არის ფართოდ გავრცელებული, მათ შორის, ერთ- ერთი განსაკუთრებული ნაწილი არის ტენდერები.

ჩვენ ვამბობთ, რომ შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, რომლის კომპეტენცია იქნება კორუფციული ფაქტების გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი მექანიზმი და თუ ეს დამოუკიდებელი მექანიზმი ვერ გამოავლენს ფაქტებს, ჩვენ ვიტყვით, რომ არ ყოფილა ამ ქვეყანაში კორუფცია, მაგრამ არსებობს არაერთი ფაქტი და აქამდე არც ერთის შესახებ რეაგირება არ გვინახავს. არის ხოლმე შიდა გუნდური დაპირისპირების გამო, ასევე იმ მიზნით, რომ სტატისტიკა შექმნან, საშუალო და დაბალ რგოლს დაატყდება ხოლმე თავზე შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები და ამხელენ კორუფციაში, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ კორუფცია მოდის ზემოდან და რეალურად კორუფციას, რომელიც ჭამს სახელმწიფოს სხეულს, არ ებრძვის "ქართული ოცნება",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა