რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლას მხარი ერთხმად დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი დღევანდელ სესიაზე 152 ხმით დაამტკიცეს.

მანამდე, 19 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა.

„ღია ცის შეთანხმების“ თანახმად, რომელიც 2002 წელს მიიღეს და რომლის ხელმომწერი 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის აშშ და რუსეთია, მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთის ტერიტორიაზე აწარმოონ შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალი, მისი მიზანი კი გამჭვირვალობის ზრდა და შეიარაღებების კონტროლია.

შეთანხმება ვაშინგტონმა გასულ წელს დატოვა და მიზეზად რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების მუდმივად დარღვევა დაასახელა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შეთანხმებას უახლოეს მომავალში თავადაც დატოვებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანა „ღია ცის შეთანხმებას“ აღარ დაუბრუნდება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი