აზერბაიჯანი სომხეთის მხარეს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთის მხარეს საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 40-მა წარმომადგენელმა საზღვარი დაარღვია და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქალბაჯარის რაიონის სოფელ არმუდლუსთან შეაღწია.

სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 1-ელ ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ მიღებული ზომების შედეგად, სომეხმა სამხედროებმა თავდაპირველი პოზიციებისკენ დაიხიეს. „მათი გაძევების დროს იარაღი არ იქნა გამოყენებული. სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეღწევა კიდევ ერთი პროვოკაციაა და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სომხურ მხარეს ეკისრება“, - აღნიშნავენ აზერბაიჯანის თავდაცვით უწყებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს