საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება და არჩევნებზე უკვე მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

მთავრობის მეთაურმა, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას და ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში“, ასევე საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციებს.

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ტიტუს კორლატეანი - თანამომხსენებელი, რუმინეთის „სოციალისტების ჯგუფი“, კლოდ კერნი - თანამომხსენებელი, საფრანგეთის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“ და ბას კლეინი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა