აზერბაიჯანში კორონავირუსის 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერაციული შტაბი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში ინფიცირების 334 288 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 926 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა 1 452 774 ადამიანმა მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს