სხვადასხვა სამუშაოს გამო 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 4 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვაკის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, შატბერაშვილის შროშის, ჯანაშვილის, ქობულეთის, თაქთაქიშვილის, იოველ ქუთათელაძის, მცხეთის, ბესიკ ბურკიაშვილის, ნინო ჟვანიას, მარაბდის, მარუხის გმირთა, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის და კავსაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და იმედაძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის და კაკლიანის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის (ნაწილობრივ) და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელ გლდანის (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა