კახა კუჭავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი მექვაბიშვილს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე აუდიტის სამსახურის საქმიანობის, ფუნქციებისა და პარლამენტთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.

მათი განმარტებით, ხაზგასმით აღინიშნა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ნაწილში საპარლამენტო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა.

„ხაზი გაესვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ეფექტურ მუშაობას და აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ მხრივ სხვა კომიტეტების გააქტიურება და ჩართულობა. მხარეებმა ისაუბრეს იმ რეფორმებზე, რომელიც ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გატარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და გენერალურმა აუდიტორმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა