იენს სტოლტენბერგი - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსთან დაკავშირებით შეთანხმებული სანქციები სრულად განხორციელდეს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ბელარუსის წინააღმდეგ შეთანხმებული სანქციები სრულად განხორციელდეს.

სტოლტენბერგის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოკავშირეთა ნაწილი დამატებით ზომებს განიხილავს.

„ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებული სანქციები სრულად განხორციელდეს. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ სხვა მოკავშირეები განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა დამატებითი ნაბიჯები გადადგან. ცხადი უნდა იყოს, რომ როდესაც მინსკის რეჟიმის მსგავსი რეჟიმი მოიქცევა ისე, როგორც ისინი მოიქცნენ, არღვევენ ძირითად საერთაშორისო ნორმებსა და წესებს, ჩვენ მათ საფასურს დავუწესებთ. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს ლიდერები, როდესაც ისინი შეხვდებიან, ამ საკითხს განიხილავენ თუ როგორ უპასუხონ ბელარუსის მიუღებელ ქცევას, ასევე იმსჯელებენ რუსეთის მიმართ რეაგირებაზე. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ რუსეთი და ბელორუსი მჭიდროდ თანამშრომლობენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ლონდონში ვიზიტისას, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან მოლაპარაკებები გამართა.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოკავშირეები პროტესტის ნიშნად ერთად დადგნენ, „ბელარუსში მომხდარ აღმაშფოთებელ ინციდენტთან დაკავშირებით“.

„ვფიქრობ, ნატოს წევრები ისურვებენ ერთად დადგნენ მომხდარის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და მოითხოვონ რომან პროტასევიჩისა და მისი პარტნიორის გათავისუფლება ბელარუსის ტყვეობიდან“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა