ვლადიმერ ზელენსკი - რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია, იტაცებს სხვა ტერიტორიებს და ემუქრება ევროპას - აუცილებელია არა უბრალოდ ზეწოლა, არამედ სანქციების პოლიტიკის ახალი ფორმატის შექმნა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან მხოლოდ 10 000 ჯარისკაცი გაიყვანა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რა დროსაც ისინი კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

ზელენსკის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის საზღვრების გასწვრივ ამჟამად რუსი სამხედროების კონცენტრაცია შეინიშნება, გარდა ამისა რუსეთმა საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში გაზარდა თვითმფრინავებისა და სამხედო ტექნიკის რაოდენობა.

„რუსეთი მხოლოდ სიტყვიერად აცხადებს ძალების გაყვანისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ. მთლიანობაში, გაიყვანეს მხოლოდ დაახლოებით 10 000 სამხედრო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან მან რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ამჟამინდელი სანქციები უკვე აღარ მუშაობს - რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია, ამასთან იტაცებს სხვა ტერიტორიებს და ემუქრება ევროპას. არ შეიძლება ცივილიზებულმა სამყარომ ეს დაუშვას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია არა უბრალოდ ზეწოლა, არამედ სანქციების პოლიტიკის ახალი ფორმატის შექმნა“ , - განმარტა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა