გერმანია რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღებაზე უარს ამბობს, ვიდრე Lufthansa-სთან დაკავშირებული პრობლემა არ გაირკვევა

გერმანია რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღებაზე უარს ამბობს, ვიდრე Lufthansa-სთან დაკავშირებული პრობლემა არ გაირკვევა - ინფორმაციას რუსული და გერმანული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

კონკრეტულად კი, გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიამ დაბლოკა მის ტერიტორიაზე რუსული ავიაკომპანიების მიერ ოპერირებული ფრენები, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა Lufthansa-სთვის მის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა ვერ უზრუნველყო.

„ანალოგიურად, გერმანიის ფედერალური ავიაციის ხელისუფლებამ, არ გასცა შემდგომი ნებართვა რუსული ავიაკომპანიების მიერ ოპერირებული რეისებისთვის, ვიდრე რუსული მხარის მხრიდან ავტორიზაციის საკითხი განიხილება“, - განუცხადა ტრანსპორტის მინისტრმა „ფრანს პრესს“.

ამასთან გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ მათი უწყება და გერმანიის საელჩო მჭიდრო კავშირში არიან რუსეთის ავიაციის მარეგულირებელ ორგანოსთან.

„როგორც კი რუსეთის ავიაციის სამსახური Lufthansa- ს ფრენებზე ნებართვას მისცემს, რუსულ თვითმფრინავებს ფრენის უფლება მიეცემათ“, - აღნიშნა მან.

მათივე განმარტებით, რუსეთმა Lufthansa-ს ფრენების განხორციელების უფლება არ მისცა, რის გამოც 2 ივნისს დაგეგმილი რეისები გაუქმდა.

შესაბამისად გერმანიამაც გააუქმა „აეროფლოტისა“ და „ციმბირის ავიახაზების“ ათამდე რეისი. Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, რამდენიმე ევროპულმა ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი თქვა. მათ შორის Lufthansa-მ. ამის შემდეგ მოსკოვმა განაცხადა, რომ შეცვლილი მარშრუტით ავიარეისებს არ მიიღებდა, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა Lufthansa-ს, AirFrance-სა და Austrian Airlines-ს ნება დართო მოსკოვსა და პეტერბურგში ფრენები ბელარუსის გვერდის ავლით განახორციელონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა