ვლადიმერ ზელენსკი - მკაფიო სიგნალის არქონა უკრაინის ნატო-ში წევრობის შესახებ ევროპაში რუსეთის პოზიციების გამყარების საფრთხეა

უკრაინისთვის მკაფიო სიგნალის არქონა ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს საფრთხეს საიმისოდ, რომ რუსეთმა ევროპაში პოზიციები გაიმყაროს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იყო საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან, რობერტ პორტმანთან და კრისტოფერ მერფისთან შეხვედრისას.

ზელენსკის თქმით, ყველა საფრთხის შესახებ ცოდნა, რომლებსაც წარმოადგენს „ჩრდილოეთის ნაკადი -2“, განსაკუთრებით აქტუალურია აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის წინ.

მისი თქმით, კიდევ ერთი პოტენციური საფრთხე, რომლითაც რუსეთმა შესაძლოა, ევროპაში პოზიციები გაიმყაროს, არის ის, რომ უკრაინას არ ეძლევა მკვეთრი სიგნალი ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე სამოქმედო გეგმის მიცემის ვადებთან დაკავშირებით.

სენატორმა კრის მერფიმ კიევში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის გადაცემა იქნება შემდგომი ლოგიკური ნაბიჯი უკრაინის ალიანსში გასაწევრიანებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა