თეთრი სახლი - ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას აქვთ როლი ამ კიბერ თავდასხმების შეჩერებასა და აღკვეთაში

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყურადღებით ადევნებს თვალს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის ბიზნესზე კიბერ თავდასხმაში რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

”პრეზიდენტმა, კიბერ თავდასხმის მზარდი საფრთხის მოსაგვარებლად, სწრაფი სტრატეგიული მიმოხილვა დაიწყო, “- აღნიშნა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს აქვს როლი ამ თავდასხმების შეჩერებასა და აღკვეთაში.

„პრეზიდენტი ბაიდენი, რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას აქვთ როლი ამ თავდასხმების შეჩერებასა და აღკვეთაში,” - აღნიშნა ფსაკიმ.

მისი თქმით, კიბერ შეტევის საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი იქნება იმ საკითხებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტი ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

„ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ – ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტი პრეზიდენტ პუტინს სამიტზე განიხილავს ”, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს უდიდესმა ხორცის გადამამუშავებელმა კომპანია JBS-მა აშშ-ის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან, რამაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება ჩაშალა, დგას კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია განთავსებული. მანამდე კიბერ თავდასხმა განხორციელდა ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში საწვავი არ მიეწოდებოდა ამერიკის აღმოსავლეთ შტატებს. ამ თავდასხმაში ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ რუსი ჰაკერები დაადანაშაულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა