გერმანიასა და რუსეთს შორის ავიარეისების განახლება დღეიდან იგეგმება

გერმანიასა და რუსეთს შორის ფრენების განახლება ხუთშაბათიდან იგეგმება, - ამის შესახებ „ევრონიუსს“ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-დან აცნობეს.

”რუსეთის ხელისუფლებამ ივნისში რუსეთში სამგზავრო ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა, ამიტომ Lufthansa-ს მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით დაგეგმილი რეისების გაგრძელება შესაძლებელია ”, - ნათქვამია Lufthansa– ს განცხადებაში.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღებაზე უარს ამბობდა, ვიდრე Lufthansa-სთან დაკავშირებული პრობლემა არ გაირკვეოდა. გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანიამ დაბლოკა მის ტერიტორიაზე რუსული ავიაკომპანიების მიერ ოპერირებული ფრენები, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა Lufthansa-სთვის მის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა ვერ უზრუნველყო. „როგორც კი რუსეთის ავიაციის სამსახური Lufthansa- ს ფრენებზე ნებართვას მისცემს, რუსულ თვითმფრინავებს ფრენის უფლება მიეცემათ“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა