Reuters - ბელარუსმა დაკავებული ჟურნალისტის დაკითხვის ნაწილის მეორე ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

ბელარუსის მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის, დაკითხვის ნაწილის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადა ის აცხადებს, რომ ოპოზიციის მოწოდებებს ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით აზრი არ აქვს.

„ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია. როდესაც ვილნიუსში ვიყავი, ღიად ვთქვი, რომ ქუჩის პროტესტები საჭირო არ არის. ჩვენ სულ მცირე უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ვითარების გამწვავებას, როდესაც ხალხი ქუჩაში ერთი ჯამი წვნიანისთვის გამოვა“, – ამბობს პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერში.

დაკითხვის ჩანაწერი რომან პროტასევიჩის დაკავებიდან მეორედ გავრცელდა. პირველ ჩანაწერში პროტასევიჩი აცხადებს, რომ სამართალდამცავები მას „მაქსიმალურად კორექტულად და კანონიერად“ ექცევიან. ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა პროტასევიჩთან ერთად დაკავებული მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერიც.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ბელარუსი იყენებს სავარაუდოდ იძულებით მოპოვებულ აღიარებების ვიდეოს დაკავებების გასამართლებლად და ოპოზიცის მხარდამჭერი დემონსტრაციების შეჩერების მცდელობისთვის.

შეგახსენებთ, 23 მაისს, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს. დასავლეთის ქვეყნებმა ინციდენტი დაგმეს და ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ ბელარუსულ ავიაკომპანია „ბელავიას“ საჰაერო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვები დაუწესა.

იხილეთ ვიდეო:Reuters - ბელარუსმა დაკავებული ჟურნალისტის დაკითხვის ნაწილის მეორე ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს