FBI - კომპანია JBS-ზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება დგას

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურო აცხადებს, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერ-კრიმინალური დაჯგუფება REvil -ი დგას, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩვენ JBS-ზე თავდასხმა REvil–თან დავაკავშირეთ და გულმოდგინედ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამ საფრთხის აქტორებმა პასუხი აგონ სასამართლოს წინაშე”, - ნათქვამია FBI-ს განცხადებაში.

მსოფლიოს უმსხვილეს ხორცის გადამამუშავებელ კომპანია JBS-ზე გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით კიბერ თავდასხმა რამდენიმე დღის წინ განახორციელეს, რამაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება შეაფერხა. მანამდე კიბერ თავდასხმა განხორციელდა ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში საწვავი არ მიეწოდებოდა ამერიკის აღმოსავლეთ შტატებს. ამ თავდასხმაში ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ რუსი ჰაკერები დაადანაშაულა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომაშშ-ისპრეზიდენტის ჯო ბაიდენის აზრით, პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას აქვთ როლი ამ თავდასხმების შეჩერებასა და აღკვეთაში. მისი თქმით, კიბერ თავდასხმის საკითხი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი იქნება იმ საკითხებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტი ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა