შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს კონსტრუქციული მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

როგორც საბჭოს პრეს-რელიზშია აღნიშნული, შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის. მისი თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება აუცილებელია რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ევროკავშირი მზადაა უზრუნველყოს ექსპერტიზა საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში და მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენას.

„ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს ითანამშრომლონ დაკავებულთა დაბრუნების, დანაღმული ტერიტორიებისა და სხვა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. ამ გადაუდებელი გამოწვევების მოგვარება მხოლოდ პირველი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ორივე მხარეს მოუწოდა განაახლონ კონსტრუქციული სულისკვეთების მოლაპარაკებები. ევროკავშირი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის განუყოფელი ნაწილის, უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და კეთილდღეობით,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025