07.07.2025 / 08:38
Bloomberg- მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 35.6 მილიონ ადამიანს უტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.98 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 12.9%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 35.6 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 681 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 296 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 254 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 220 მილიონი. მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული სეიშელის კუნძულებზეა, სადაც ვაქცინაცის ორივე დოზა მოსახლეობის 66.7%-მა მიიღო. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.7% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 18.8%, აშშ-ში კი - 41%.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს