რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 933 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 099 182-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 393 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 122 660-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.7 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.