ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ამერიკელ სენატორებს საქართველოში „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული სირთულეები გავაცანი

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ის სირთულეები გააცნო, რასაც „ბორდერიზაციის“ გამო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება.

„მქონდა პატივი, მემასპინძლა ამერიკელი სენატორებისთვის ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანისთვის და მათთვის გამეცნო „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული სირთულეები, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ექმნება და რომელსაც კოვიდ-19-ის პანდემია კიდევ უფრო ართულებს,“- წერს მარეკ შჩიგელი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ამერიკელი სენატორები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ესტუმრნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს