სამინისტრო - სოფელ მუღანლოს უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობა აქტიურად აგრძელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, ერთ-ერთი სწორედ არის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე სოფელ მუღანლოსთვის, სადაც დაახლოებოთ ექვსი ათასი მაცხოვრებელია. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ქსელის მოწყობა, ორი რეზერვუარის მშენებლობა, შედეგად განახლებული სისტემა მოგვცემს საშუალებას, რომ 2022 წლის გაზაფხულისთვის, სოფელს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება მივაწოდოთ. კონტრაქტორის პროგნოზით პროექტი წინსწრებით მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები ვადაზე ადრეც დასრულდება“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

,,სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა წყლის მიწოდების პრობლემა. აქ, წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს წყლის სისტემისა და მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 44 კილომეტრამდეა. დღეის მდგომარეობით, 15 კილომეტრი უკვე აშენებულია. ასევე, აქტიურ ფაზაშია ახალი რეზერვუარების მშენებლობა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ათეული წლების შემდეგ, პირველად ისარგებლებს“, - განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დრიექტორმა, ალექსნადრე თევდორაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა