საპარლამენტო ოპოზიციის წევრები PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატებმა სტუმრებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.

„შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილ სასამართლო რეფორმას, აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, თუ როგორ განვითარდება მომავალში პოლიტიკური პროცესები და აქვს მნიშვნელობა იმისთვისაც თუ რამდენად შეასრულებს საქართველო ევროსაბჭოს წინაშე აღებულ დემოკრატიულ ვალდებულებებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი კონკრეტული შეთანხმებისა, მაინც მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ახალი წევრების დანიშვნა, ისევე როგორც ხელისუფლება აპირებს ყველას შეეხოს ამნისტია, მაშინ როდესაც შეთანხმებით გათვალისწინებული იყო მხოლოდ პოლიტიზირებული საქმეები“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

შეხვედრისას პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყანაში არსებულ მედია გარემოზე.

„ნინოწმინდის ბავშვთა სახლის პრობლემა ეს არის საკითხი, რომელიც ნომერ პირველი პრობლემა უნდა იყოს დღეს, ყველა პარტნიორთან სასაუბროდ. განსაკუთრებით, იმ პარტნიორებთან, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ახდენენ. დღეს ჩვენ გვაქვს პანსიონები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან დავით ბაქრაძე, ხათუნა სამნიძე და ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა