არჩილ თალაკვაძე „მუქარის წერილის“ შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე - როცა ერთი ოპოზიციონერი ლიდერი მეორე ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ განცხადებას აკეთებს, „ქართულმა ოცნებამ" თარჯიმნის როლი რატომ უნდა შეასრულოს?!

როცა ერთი ოპოზიციონერი ლიდერი მეორე ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ განცხადებას აკეთებს, „ქართულმა ოცნებამ" თარჯიმნის როლი რატომ უნდა შეასრულოს?! - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით ბადრი ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებაზე დასმულ კითხვას.

თალაკვაძის თქმით, ე.წ. წერილზე „ქართული ოცნების" პოზიცია ზუსტად ისეთივეა ახლა, როგორიც გიორგი გახარიას „ქართული ოცნების" ლიდერობისას პერიოდში იყო.

„ჩვენი პოზიცია მაშინაც ვუთხარით ხალხს და ახლაც ვამბობთ - რასაკვირველია, „ქართული ოცნება" არ იყო და არც მომავალში იქნება რაიმე ასეთი წერილის თანამონაწილე. თუ ბატონ ჯაფარიძეს ამაზე მეტი სათქმელი აქვს, შეუძლია თქვას! თუ ბატონ გახარიას სურს, მეტი უპასუხოს ჯაფარიძეს, დღეს ის პოლიტიკური პარტიის ლიდერია და შეუძლია უპასუხოს. წერილის შინაარსის თარგმნა და კომენტარების გაკეთება, მაშინ როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ერთმანეთს კითხვებს და პასუხებს უცვლიან, ჩვენი მხრიდან არანაირად არ არის სწორი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა. "ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. საბოლოოდ ხომ გვსურს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. სიმართლე არის ერთი, ეს მუქარის წერილი იყო მისგან ჩემზე პირადად გადმოცემული. მას უნდა ეყოს გამბედაობა, ეს საზოგადოებას უთხრას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო:არჩილ თალაკვაძე - როცა ერთი ოპოზიციონერი ლიდერი მეორე ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ განცხადებას აკეთებს, "ქართულმა ოცნებამ" თარჯიმნის როლი რატომ უნდა შეასრულოს?!

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა