არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკელ სენატორებს ჯინ შაჰინსა და რობ პორტმანს ხვდებიან.შეხვედრა „თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელები ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, სენატორებთან შეხვედრაზე სასამართლო სისტემის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრებენ.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ ნათელი პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა აუცილებლად გატარდება და არ იქნება მოცული პროცედურული ცვლილებებით, ამ შემთხვევაში აუცილებელია, ჩვენ სენატორებთან ვისაუბროთ სასამართლო სისტემის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის აუცილებლობაზე",-აღნიშნავს სიმონიშვილი.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ.

დღის ბოლოს ისინი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა