კახი კალაძე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მერია - დარწუმნებულო ვარ, როცა ის მიიღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მოქალაქეებს მისი საქმეების შეფასება არ გაუჭირდებათ, - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
"კახა კალაძის მერობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მას არჩევნებში როგორც საზოგადოების, ასევე მთელი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა ექნება, თუკი ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე ინფორმაციით, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის დაწყებისას წარადგენს.