მარია ზახაროვა - რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვედრის თავიდან აცილება მხოლოდ თანასწორობაზე და პატივისცემასა დაფუძნებული დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი

რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვედრის თავიდან აცილება მხოლოდ თანასწორობაზე, პატივისცემასა და კანონზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ამასთან, კორექტირება შესაძლოა, იყოს ინდივიდუალური: ეს შეიძლება იყოს პარტნიორობის, ალიანსის ურთიერთობები. შეიძლება იყოს ურთიერთობების გაციების პერიოდები, არსებობს სხვადასხვა სიტუაცია, არსებობს პრობლემები, მაგრამ საფუძველი უნდა იყოს ის, რაც მე ვახსენე ”- აღნიშნა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, მაისში რუსეთის მთავრობამ არამეგობრული სახელმწიფოების სია დაამტკიცა, რომელშიც, ამ ეტაპზე მხოლოდ შეერთებული შტატები და ჩეხეთია შესული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა