ხატია დეკანოიძე - უწყებებმა ვერ დაადგინეს თუ რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში,  სახელმწიფოს განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა, მაგრამ მივიღეთ საპირისპირო

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველა უწყებასა და პირს, რომლის პირდაპირ მოვალეობაშია ბავშვზე ზრუნვა, მოუწოდებს დაინტერესდეს და მიიღოს შესაბამისი ზომები ნინოწმინდის პანსიონატის გარშემო მიმდინარე პროცესებზე.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, სახელმწიფოს მოვალეობაა ბავშვების უსაფრთხოება დაიცვას.

"ვეხმაურებით სახელმწიფოს გულგრილობასა და ამით ჩადენილ დანაშაულს, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს ეხება. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პროკურატურას ბავშვებზე ძალადობასა და გაუპატიურებაზე საქმეები აქვს აღძრული და სახელმწიფო არის გულგრილი, უწყებებმა ვერ დაადგინეს ის თუ რა ხდება ბავშვთა სახლში. წარმოუდგენელია ამ მოცემულებით ვინმე გულგრილი დარჩეს. სახელმწიფოს განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა, მაგრამ მივიღეთ საპირისპირო - სახალხო დამცველს უკრძალავენ დაადგინოს რა ხდება, რა გარემოებებთან გვაქვს საქმე. ეს გულგრილობა ახალისებს ძალადობას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პრემიერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, განათლების სამინისტროს და ყველას, ვისთვისაც აუცილებელი უნდა იყოს ბავშვებზე ზრუნვა, მიიღონ სასწრაფოდ ზომები, რათა ეს გულგრილობა არ გადაითარგმნოს ბავშვებზე ძალადობაზე.

სახელმწიფომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვები დაეცვა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაკეთებთ ყვლაფერს, რის საშუალებასაც მანდატი გვაძლევს. პარლამენტში ყველა უწყების პირველ პირს მოვთხოვთ პასუხს, ავტეხთ განგაშს თუ რატომ არ იღებს ხმას სახელმწიფო. ესაა ბრძოლა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვები დავიცვათ", - განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა