„ფრანს-პრესი“ - მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინების 2 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, ვაქცინაცია მხოლოდ 6 ქვეყანაში არ დაწყებულა

მსოფლიოს 215 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 2 109 696 022 დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს „ფრანს-პრესი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული ისრაელშია, სადაც ყოველი 10 ადამიანიდან დაახლოებით 6 სრულად არის ვაქცინირებული. ისრაელს კანადა მოჰყვება, სადაც „ფრანს-პრესის“ სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 59%-ს ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა აქვს გაკეთებული, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო (58.3%), ჩილე (56.6%) და შეერთებული შტატები (51%).

ევროკავშირში ვაქცინის მინიმუმ 1 დოზა ყოველი 10 ადამიანიდან დაახლოებით 4-ს აქვს მიღებული. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 43.6% -ია, იტალიაში - 40% და საფრანგეთსა და ესპანეთში - 39.4%.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში გახარჯული ყოველი 10 დოზიდან 6 ჩინეთში (704.8 მილიონი დოზა), აშშ-სა (296.9 მილიონი) და ინდოეთშია (221 მილიონი) გამოყენებული.

ვაქცინაციის პროგრამა ჯერჯერობით მსოფლიოს მხოლოდ ექვს ქვეყანაში არ დაწყებულა. ეს ქვეყნებია : ჩრდილოეთ კორეა, ჰაიტი, ტანზანია, ჩადი, ბურუნდი და ერითრეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო